მორიგი სამუშაო შეხვედრა პროექტის “გელათის აკადემია – მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” ფარგლებში

2022 წლის 21 მაისს ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბმა პროექტის „გელათის აკადემია – მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” ფარგლებში – ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის თანამონაწილეობით – გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
ეს იყო გელათის პროექტის საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გელათის შესახებ ორენოვან სამაგიდო წიგნზე სამუშაოდ. ამჯერად ბატონმა გიორგი ჭეიშვილმა განსახილველად წარმოადგინა მომავალი წიგნისთვის სტატია „ქართველი ბაგრატიონები – ახალი კონსტანტინენი“.
საინიციატივო ჯგუფმა მოხსენება განიხილა და მოიწონა, რამდენიმე დეტალი დაზუსტდა. გადაწყდა, რომ ჯგუფის მომავალ შეხვედრაზე თავიანთ ნაწილებს წარმოადგენენ ხელოვნებათმცოდნეები.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.